კომპანია ”ანალიზი” მუდამ თქვენს სამსახურში!
ლაბორატორიების კომპლექსური მომარაგება.



 



           www.spinreact.com

       ლაბორატორიული რეაქტივებისა და ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Spinreact დაარსებულ იქნა 1975 წელს. ამ დროიდან მოყოლებული ის ახმარდა მთელს თავის ძალისხმევას მაღალხარისხოვანი პროდუქციის შესაქმნელად.

      მისი მიზანია – იყოს ინოვაციური კომპანია, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. ამისათვის მთელი მისი ყურადღება კონცენტრირებულია ხარისხის გაუმჯობესებაზე ახალი პროდუქციის შემუშავებისას.

       Spinreact მიმართულებაა: ბიოქიმია: სუბსტრატები, ფერმენტები, ლიპიდები, შრატის კონტროლი და კალიბრატორები, თხევადი რეაქტივები. სეროლოგია: რევმატოიდები და სიფილისის სეროდიაგნოსტიკა. იმუნოქიმია. ტურბილატექსი. კოაგულაცია. სწრაფი ტესტები. ჯგუფი და რეზუსის განსაზღვრა და ლაბორატორიული ტექნიკის წარმოება ISO 9001 : 200 და ISO 13485 : 2003 შესაბამისად. ყველა პროდუქტს გააჩნია CE მარკა.
       2005 წლის ოქტომბრიდან Spinreact შეუერთდა კომპანია Cozart-ს, რამაც საშუალება მისცა თავისი მომხმარებლებისთვის წარმოედგინა ბოლო ტექნოლოგიით დამზადებული ნარკოტესტები.

      Spinreact მთელს თავის პროდუქციას აწარმოებს სან ესტევ დე ბასის (ჟირონა, ესპანეთი) ქარხანაში. ახალი ქარხანა, რომელიც გახსნილია 1998 წელს, აშენებულია მოწინავე ტექნოლოგიით და პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. წარმოების პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ნოუ-ჰაუზე (თანამედროვე ტექნოლოგიები), წარმოადგენს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილების შედეგს.





       www.biocheckinc.com
                        
       BioCheck მდებარეობს სან-ფრანცისკოში და დაარსებულ იქნა 1997 წლის იანვარში, მაღალხარისხოვანი იმუნოფერმენტული კომპლექტების განვითარებისა და წარმოების მიზნით.დამფუძნებლების 40 წლიანმა გამოცდილებამ საშუალება მისცა BioCheck მალე წარმოედგინა საიმედო და მგრძნობიარე პროდუქცია თავისი კლიენტებისათვის.
       ყოველი BioCheck EIA კომპლექტი წარმოებულია ამერიკის წამლისა და სამედიცინო კვლევის კონტროლის სამმართველოს FDA) ნებართვით.






          www.radim.com
                               
       Radim – იტალიური წარმოების კომპანია, რომელიც ოც წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიაში მუშაობს 230 ადამიანი, რომლებიც დასაქმებულნი არიან ორ საწარმოში: Radim, რომელიც განლაგებულია სამხრეთ რომის ინდუსტრიალ მხარეში, რომლის საქმიანობის მიმართულებაა იმუნოდიაგნოსტიკური კომპლექტების წარმოება და კვლევის ხარისხის ამაღლება; Seac, განლაგებულია ფლორენციასთან ახლოს, რომელიც ფოკუსირებულია ლაბორ. ავტომატიზირებული ინსტრუმენტების წარმოებაზე. სამი ფილიალი განლაგებულია გერმანიაში, ესპანეთში და ბრაზილიაში. 50-ზე მეტ ქვეყანაშია დისტრიბუტორების გლობალური ქსელი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გაყიდვებსა და მომსახურებას.






          www.novatec-id.com
       
       NovaLisa-ს ბოლო თაობის იფა ტესტ-სისტემები შექმნილია ვირუსების, ბაქტერიების, სოკოების, პარაზიტული ინფექციების დიაგნოსტირებისათვის, ასევე ჰორმონალური სტატუსის განსასაზღვრავად და ონკომარკერების აღმოსაჩენად. ტესტ-სისტემები NovaLisa წარმოებულია გერმანიაში და შეესაბამება ხარისხის კონტროლის ევროსტანდარტს. ყველა ნაკრებს მოყვება სტრიპები და ყველა რეაგენტი მზად არის სამუშაოდ. ვარგისიანობის ვადა შეადგენს წარმოებიდან 18 თვეს. NovaLisa – საფირმო დასახელებაა ტესტ-სისტემებისა იმუნოფერმენტული ანალიზებისათვის, რომელსაც აწარმოებს კომპანია NovaTec





          www.biofocus.co.kr

.
       Bio Focus Co., Ltd. წარმოადგენს in vitro diagnostics პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას სამხ. კორეიდან. დღეისათვის იგი წარმოგვიდგენს ფართო დიაპაზონს იმუნოქრომატოგრაფიული ერთ ნაბიჯიანი სწრაფი ტესტების: ინფექციური დაავადებების, დაავადებათა მარკერების და გულის მარკერების აღმოსაჩენად. მიღებული აქვს ISO სერთიფიკატი და აკრედიტირებულია KFDA, CE და US FDA ორგანიზაციების მიერ.







         www.biohit.com  
       დაარსების მომენტიდან (1988წ.) კომპანია Biohit იკავებს ღირსეულ ადგილს ლაბორატორიული აღჭურვილობის მსოფლიო ბაზარზე, თავისი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საშუალებით სითხეების დოზირებაში. კომპანიის მიერ გამოშვებული დოზატორების ასორტიმენტი დღეისათვის ყველაზე ფართოა.
       Biohit მუდამ სრულყოფს თავის პროდუქციას და წარმოების პროცესებს, რათა შეესაბამებოდეს მომხმარებელთა მოთხოვნებს და იწარმოება ISO 9001, ISO 13485 და ISO 14001 მოთხოვნათა შესაბამისად. დამატებით კომპანია Biohit შეიმუშავებს, აწარმოებს და აწვდის ბაზარს სკრინინგ დიაგნოსტიკურ ტესტ-სისტემებს კუჭ-ნაწლავური ტრაქტის დაავადებათა პროფილაქტიკისა და დიაგნოსტირებისათვის. მთელი პროდუქცია იწარმოება ფინეთში. ურთიერთობა დამყარებული აქვს 450 დისტრიბუტორთან და ფლობს 7 შვილობილ კომპანიას მსოფლიოს 10 ქვეყანაში.




         www.biolab.hu
         
       კომპანია Biolab inc. მიმართულებაა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიისათვის საჭირო ნიადაგების, შრატების, დისკების და სახარჯი მასალების წარმოება. აღნიშნულ სფეროში იგი ყველაზე დიდი უნგრული კომპანიაა, რომელიც ამარაგებს შემდეგ სფეროებს: ჯანდაცვა, კვება და წყლის მიკრობიოლოგია, მინერალური წყალი და არაალკოჰოლური სასმელების მრეწველობა, სამეცნიერო კვლევები, ვეტერინარია და ფარმაცევტული წარმოება. Biolab inc. პროდუქცია იყიდება მსოფლიოს 5 კონტინენტზე 44 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ბელგიაში, რომლებიც მიკრობიოლოგიურ სექტორში განვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენენ.





        www.d-vac.com  

 
 
         ჩვენს შესახებ ][ სიახლეები ][ მწარმოებლები ][ პროდუქცია ][ სერტიფიკატები ][ მომხმარებლები ][ კონტაქტი

Copyright 2009 by 'Ariasi'. All Rights reserved    საიტების ვებ გვერდების დამზადება